მთავარი

ადგილობრივი რადიო ბათუმი  FM 93.7

აჭარაში 2017  წლიდან მაუწყებლობა დაიწყო  ადგილობრივმა  რადიომ   “ბათუმი”  FM 93.7.
რადიო  შემოგთავაზებთ საინფორმაციო,  სამედიცინო, საგანმანათლებლო, სადისკუსიო, გასართობ გადაცემებს.

პრიორიტეტები:  მედიცინა და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

„რადიოს მთავარი სტრატეგია გახლავთ მეტი ახალგაზრდის გაერთიანება და ჩაბმა რადიოს საქმიანობაში. ამიტომაც რადიო „ბათუმმა“ სტუდია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოაწყო. რადიო თანამშრომლობისთვის იწვევს ყველა დაინტერესებულ სტუდენტს და ახალგაზრდას. ჩვენ უამრავი რესურსი გვაქვს, რათა ვითანამშრომლოთ სტუდენტ-ახალგაზრდებთან, მივცეთ მათ გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობა“

ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია რადიო „ბათუმის“ ერთ-ერთი  მიმართულებაა. რადიო აქტიურად თანამშრომლობს აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტთან, სპორტულ ცენტრთან და აჭარის სპორტული ფედერაციების კალენდარული ღონისძიებების საინფორმაციო მხარდაჭერას გეგმავს. რადიოსთვის პრიორიტეტულია სპორტული ტურიზმის მიმართულების განვითარების ხელშეწყობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

რადიო „ბათუმი“-ს მიზანია ითანამშრომლოს საზოგადოების სახვადასხვა ფენებთან ისეთ საკითხბზე როგორიცაა: მედიცინა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, სპორტი, ახალგაზრდული და სტუდენტური საკითხები, სამართალი და ა.შ. რადიო ბათუმი მზადაა ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ სუბიექტთან ვისთვისაც საინტერესოა ზემო აღნიშნული საკითხები.

რადიო მაუწყებლობს შემდეგ ქალაქებში:  ბათუმი,  ქობულეთი,  ფოთი,  ( სენაკი)
აღსანიშნავია რომ დაფარვის არეალში ცხოვრობს 400.000 ზე მეტი საქართველოს მოქალაქე