პორტუგალიაში მიმდინარე ქვიშის ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე მეორე გამარჯვება მოიპოვა

qvisha

პორტუგალიაში მიმდინარე ქვიშის ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე მეორე გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრებმა გუნდმა პირველ შეხვედრაში ბულგარეთის ნაკრები ანგარიშით 4-3 დაამარცხა. მეორე შეხვედრაში კი ქართველმა ფეხბურთელებმა ნორვეგიას ანგარიშით 6:3 სძლიეს.

ნორვეგიის ნაკრების კარში გოლები  ხვიჩა მახარაძემ, გოჩა მახარაძემ, ზურაბ შამილაძემ და გულადი ქოქოლაძემ გაიტანეს, ხოლო  ვაჟა ივანიაძემ კი დუბლი შეასრულა.

ჯგუფის ბოლო შეხვედრში ნიკოლოზ თოდაძის შეგირდები დანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, რომელიც ხვალ გაიმართება.

პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში ჯვაროსნები ქვიშის ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში გადასვლისთვის იბრძოლებენ.

ვიდეო

 

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *